ნიკა გილაური იყო ძალიან
კარგი პრემიერ-მინისტრი.
გამიხარდებოდა, ერთხელ
მაინც ახსენოს, ვის დროს
იყო პრემიერ-მინისტრი, –
ამის შესახებ საქართველოს
ყოფილმა პრეზიდენტმა,
მიხეილ სააკაშვილმა
დღევანდელ სასამართლო
პროცესზე კლინიკა
„ვივამედიდან“
დისტანციურად ჩართვისას
განაცხადა.მისი თქმით, ნიკა
გილაური ამჟამად ძალიან
კარგ საქმეებს
აკეთებს.„ნიკა გილაური იყო
ძალიან კარგი
პრემიერ-მინისტრი.
გამიხარდებოდა, ერთხელ
მაინც ახსენოს, ვის დროს
იყო პრემიერ-მინისტრი. ისე
ამბობს, გეგონება, ციდან
ჩამოვარდა ყველა რეფორმა
და პოლიტიკური მხარდაჭერა.
ძალიან კარგ საქმეებს
აკეთებს ნიკა, მინდა, მისი
მეგობრების ინიციატივებს
მთლიანად მივესალმო“, –
განაცხადა მიხეილ
სააკაშვილმა.