გადაგვაყოლეს მთელი ერი მიხეილ სააკაშვილს – შალვა პაპუაშვილი

News.ge 2 თვის წინ 65
გადაგვაყოლეს მთელი ერი მიხეილ სააკაშვილს – შალვა პაპუაშვილი

გადაგვაყოლეს ამ მიხეილ სააკაშვილს. ამის გამო არის ევროპაში ბევრი ნაწყენი, რომ მათი საყვარელი ადამიანი, რომელიც გამოყვანილი ჰყავდათ დემოკრატიის შუქურად, გაირკვა თუ რა ჩონჩხები ჰქონდა მას კარადაში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ს თქმით, ევროპელი პოლიტიკოსებიდან ბევრი ნაწყენია სწორედ იმის გამო, რომ ციხეშია და ეს იმის ფონზე, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დანაშაული.
აღმოჩნდა, რომ წამების სისტემა ჰქონდა შექმნილი და ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი წამების სისტემა. ამ ადამიანს მხარს, რომ უჭერ და მის გათავისუფლებას ითხოვ, როგორღა უნდა იწოდო შენ ევროპელად? როგორ შეიძლება „ალდემ“, „იპიპიმ“ თქვან, რომ ჩვენ ვართ ევროპელებიო? როგორ უნდა გვითხრან ეს ყველაფერი? როდესაც წამებას ამართლებ, იქ როგორღა უნდა გვითხრას ვინმემ, რომ ევროპელია და ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკონ. ამიტომაც არის, რომ გადაგვაყოლეს მთელი ერი მიხეილ სააკაშვილს, რომ ოღონდ რამენაირად გამოაძვრინონ ის ციხიდან. ევროპელობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია