ზესტაფონში მომხდარი
ავარიისას დაღუპულებს
გლოვობენ. მძიმედ არის
გარდაცვლილი 2
მცირეწლოვნის დედა,
რომელიც ქუთაისში,
კლინიკის რეანიმაციულ
განყოფილებაშია
მოთავსებული და
სიცოცხლისთვის
იბრძვის.„ვაიმე,
ღმერთო... პრინცესები
იყავით ანგელოზებად
იქეცით, დედათქვენს რა
ეშველება... გული მეწვის,
ასეთი ანგელოზები
გაგვიფრინდნენ, არ
დატოვეს
ერთმანეთი... სიტყვებს ვერ
ვპოულობ, რამდენს
ვლოცულობდი, რომ
გადარჩენილიყვნენ... მებრალებით
ძალიან, მენანებით...“, - წერს
ოჯახის
ახლობელი.ცნობისთვის,
ტრაგიკული შემთხვევა
ზესტაფონში,
თვრინი-ალავერდის
პერიმეტრზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად,
ახალგაზრდა კაცი და ერთი
მცირეწლოვანი ადგილზე
დაიღუპა, მეორე
მცირეწლოვანი კი,
კლინიკაში
გარდაიცვალა.ექიმებმა
მცირეწლოვნის გადარჩენა
ვერ შეძლეს. მძიმედ არის
ბავშვების დედაც, რომელიც
ქუთაისში, კლინიკის
რეანიმაციულ
განყოფილებაშია
მოთავსებული და
სიცოცხლისთვის
იბრძვის.როგორც ირკვევა,
ისინი ბათუმიდან სტუმრად,
დასთან მიდიოდნენ.