ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

Primetime.ge 1 კვირა წინ 12
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე დღეს იმსჯელებენ. შეხვედრა, თბილისის დროით, პირველ საათზე დაიწყება.მას პირველად უხელმძღვანელებს კაია კალასი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე იმსჯელებენ.საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, განიხილავენ თანამშრომლობას საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.დღესვე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია