ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი: ბრიტანეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარებს არ განათავსებს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე

Primetime.ge 18 საათი წინ 13
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი: ბრიტანეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარებს არ განათავსებს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ლუკ პოლარდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარებს არ განათავსებს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.ლუკ პოლარდის თქმით, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გეგმა „მსურველთა კოალიციის“ შესახებ, რომელიც რუსეთთან უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას გააკონტროლებს, აშშ-ის ჩართულობაზეა დამოკიდებული.როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ეს ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები ამ პროცესში უშუალო მონაწილეობას არ მიიღებს.კითხვაზე, მოხდება თუ არა ბრიტანული ჯარების განლაგება უკრაინაში, თუ აშშ უარს იტყვის აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, პოლარდმა უპასუხა:არა, პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა, აშშ-ის მონაწილეობა იქნება საჭირო.
სრულად წაიკითხეთ სტატია