ბორელი: „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიანიშნებს

Civil Georgia 2 თვის წინ 29
ბორელი: „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიანიშნებს

საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიანიშნებს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა 14 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საბჭომ საქართველოსა და მოლდოვაზე იმსჯელა, სადაც უახლოეს რამდენიმე კვირაში არჩევნები გაიმართება.

„მმართველი პარტიის [ქართული ოცნების] ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიანიშნებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია“, – აღნიშნა ბორელმა და დასძინა: „თქვენ იცით, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროპული გზისთვის“.

ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოში უფრო ბუნდოვანი სურათია“ მოლდოვასთან შედარებით. „მოლდოვა მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკავშირის გზაზე, მიუხედავად რუსეთის მზარდი დაშინებისა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს ჰიბრიდული თავდასხმებისა და ფართოდ გავრცელებული ხმების უკანონო მოსყიდვის გზით საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად. ჩვენ მივესალმებით მოლდოვის ხელისუფლების გამძლეობას ამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე და კვლავაც გავუწევთ მას მხარდაჭერას“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია