სააკაშვილისთვის
გაზეთების მხარდაჭერა
მნიშვნელოვანი იყო, ის მათი
კეთილგანწყობის მოპოვებას
ცდილობდა, მაგრამ ვერ
მოიპოვებდა, იმიტომ, რომ
ფიგურალურად თუ ვიტყვი,
წინდაში
"შარვალჩატანიებული"
სააკაშვილი ჰყავდა ამ
ხალხს ნანახი და მათთვის
არანაირი ავტორიტეტი არ
იყო სააკაშვილი, ისევე,
როგორც იმ პოლიტიკური
სპექტრისთვის, ვინც 1995
წლიდან საკანონმდებლო
ორგანოს შენობაში იყო, -
ამის შესახებ ჟურნალისტმა
ბონდო მძინარაშვილმა,
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
განაცხადა, სადაც 2003-2012
წლებში მედიისა და
გამოხატვის თავისუფლების
უხეში დარღვევის ფაქტები
განიხილება.მძინარაშვილის
განცხადებით, ამ
ადამიანებს მიხეილ
სააკაშვილი არაფრად
მიაჩნდათ და არ სჯეროდათ
იმის, რასაც ის 2003 წელს
ამბობდა, ვინაიდან, ისინი
გამოცდილი ჟურნალისტები
იყვნენ და სააკაშვილის
წარსულიც კარგად
ახსოვდათ."მათ არაფრად
მიაჩნდათ სააკაშვილი და არ
სჯეროდათ იმის, რასაც ის 2003
წელს ამბობდა, იმიტომ, რომ
ყველამ კარგად იცოდა, იგივე
ახვლედიანის ქუჩაზე, როგორ
იყიდა 350 დოლარად
საცხოვრებელი ბინა და ეს
იყო იმ დროისთვის ძალიან
დიდი ხმაურის მიზეზი,
როდესაც ადამიანი
კორუფციას "ებრძოდა."
სიყალბეს ძალიან ადვილად
ამჩნევდნენ, რაც მთავარია,
ეს ადამიანები გამოცდილი
ჟურნალისტები იყვნენ,
წლების განმავლობაში
მუშაობდნენ, ყველაფრის
მომსწრე და მნახველი
ადამიანები იყვნენ.
სააკაშვილი მათ ასე
ადვილად ვერ მოატყუებდა," -
აღნიშნა ბონდო
მძინარაშვილმა.