განსაკუთრებით, ბოლო ოთხი
წლის განმავლობაში ჩვენ
გვქონდა შთამბეჭდავი
ეკონომიკური ზრდა, როდესაც
დოლარში საქართველოს
ეკონომიკა გაორმაგდა,
ორჯერ და მეტად გაიზარდა, –
ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ „იმედის
კვირის“ ეთერში
განაცხადა.მისივე თქმით,
ეკონომიკურმა ზრდამ
შექმნა დამატებითი
სამუშაო ადგილები,
გაიზარდა საშუალო
ანაზღაურება. მთავრობის
მეთაურის განცხადებით,
საქართველო ეკონომიკური
განვითარების პროგნოზის
თვალსაზრისით მსოფლიო
ქვეყნების
სამეულშია.„ბოლო სამი წლის
განმავლობაში,
საქართველოში შეიქმნა 195 000
ახალი სამუშაო ადგილი,
ამდენად, გაიზარდა
დასაქმების მაჩვენებელი,
დაახლოებით გაორმაგდა
საშუალო ანაზღაურება. ჩვენ
გვაქვს მიზანი, რომელიც
უკავშირდება ქვეყნის
მთლიანი შიდა პროდუქტის
განვითარებას და სავალუტო
ფონდის პროგნოზიც არის
ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ
მსოფლიოს მოწინავე
ქვეყნებში ვართ, სამეულში
ვართ, ეკონომიკური
განვითარების პროგნოზის
თვალსაზრისით. ჩვენი
ეკონომიკა ერთ სულ
მოსახლეზე, ამ გათვლების
თანახმად, 2030 წლისთვის
მიაღწევს მიაღწევს 13 500
დოლარს, შესაბამისად,
საქართველო გადავა უკვე
მაღალშემოსავლიანი
ქვეყნების რიგში. ჩვენ
გვაქვს ამბიციური მიზანი,
რომ 2030 წლისთვის საქართველო
ელექტროენერგიის
თვალსაზრისით გახდეს
მთლიანად თვითკმარი
ქვეყანა, ეს არის
თავისუფლად მიღწევადი.
სოციალური პოლიტიკა
ეკონომიკის
განვითარებასთან ერთად
მუდმივად დაიხვეწება და
გაფართოვდება შესაბამისი
პაკეტები,”- განაცხადა
პრემიერმა.