„ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი
მცდელობის ფარგლებში
რადიკალებმა იკადრეს
ყველაფერი, ყველაფერი
უკადრებელი, ძალადობრივ
ქმედებებში ბავშვების
ჩართვის მცდელობის
ჩათვლით, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.მთავრობის
მეთაურის შეფასებით, ეს
არის ყოვლად ამორალური
ქმედება, რაც ამ
ადამიანების სახეს
აჩვენებს.„ბოლო მოეღება
კოაბიტაციის ნებისმიერ
გამოვლინებას ჩვენს
ქვეყანაში და ეს იქნება
ჩვენი დღის წესრიგის
ერთ-ერთი მთავარი
მიმართულება, მათ შორის
საქართველოს მთავრობის
საქმიანობის პირობებში.
ასევე, ყველაფერს
გავაკეთებთ იმისათვის, რომ
სრულად დავამთავროთ
ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს
ქვეყანაში. გარდა იმ
ამოცანებისა, რაც აქვს
საქართველოს მთავრობას - ეს
არის ეკონომიკის
განვითარება, ჩვენი
მოსახლეობის სოციალური
მდგომარეობის
გაუმჯობესება, ჩვენი
საგარეო პოლიტიკური
პოზიციების გაძლიერება და
ა.შ ჩვენი საქმიანობის
ერთ-ერთი მთავარი
მიმართულება იქნება
კოაბიტაციის ყველა
გამოვლინების და
ლიბერალური ფაშიზმის
საბოლოოდ დამთავრება
ჩვენს ქვეყანაში. ეს
პროცესი დაიწყო სწორედ ამ
დღეებში. ეს პროცესები იყო
საქართველოში ლიბერალური
ფაშიზმის დასასრულის
დასაწყისი“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.