ბოლო 12 წლის განმავლობაში
ნათლად ვაჩვენეთ, რა
პროგრესისთვის შეიძლება
მიგვეღწია სტაბილურობით,
სწორი მენეჯმენტით,
შესაბამისი
ბიზნესკლიმატითა და რაც
მთავარია მშვიდობიანი და
პროგნოზირებადი
პოლიტიკით, - განაცხადა
„დღის ქრონიკაში“
პირველმა ვიცე-პრემიერმა,
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა
ლევან დავითაშვილმა.„ჩვენ
გავაგრძელებთ სტაბილურ
განვითარებას, ბიზნესის
კლიმატის გაუმჯობესებას
და მშვიდობიან პოლიტიკას.
ასევე გავაგრძელებთ
პრაგმატულ პოლიტიკას,
რომელიც მოგვეხმარება
მაქსიმალურად ეფექტიანი
ვიყოთ. ეკონომიკური
კეთილდღეობა და
ეკონომიკური შედეგები
მოგვცემს საშუალებას, რომ
გავაუმჯობესოთ ბევრი
საკითხი“, - აღნიშნა ლევან
დავითაშვილმა.