ბიძინა ივანიშვილმა კახელებს მიმართა: მწამს, რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის, სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის, უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“

Primetime.ge 2 თვის წინ 79
ბიძინა ივანიშვილმა კახელებს მიმართა: მწამს, რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის, სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის, უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“
თქვენი, კახელების ხმა კოსმოსში ისმის და დარწმუნებული ვარ, ხმამაღლა გაისმება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც ქუდზე - კაცი გამოხვალთ და უალტერნატივო არჩევანს გააკეთებთ: ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, - განუცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.როგორც მან აღნიშნა, ერეკლე მეორის მაგინებლების ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ არის, სწორედ ამიტომ, კახეთის მოსახლეობამ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.„კახელები პირდაპირი ხალხი ხართ, მიკიბულ - მოკიბული საუბარი არ გიყვართ, ამიტომ მეც პირდაპირ გეტყვით - 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუჭიროთ მხარი! მწამს, რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის. სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის, მისი სახელით უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას.მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! მრავალჟამიერ ისმოდეს ჩვენი კეთილი, უტეხი ხმა ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოში!“ - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას.
სრულად წაიკითხეთ სტატია