ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩოს მიერ
„ფეისბუქის“ ოფიციალურ
გვერდზე გავრცელებულ
პოსტს „ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარე
ბიძინა ივანიშვილი
ეხმიანება განცხადებით,
რომელსაც პარტიის
პრესსამსახური
ავრცელებს.„ამერიკის
შეერთებული შტატების
საელჩომ „ფეისბუქის“
ოფიციალურ გვერდზე
გაავრცელა შემდეგი
შინაარსის ბანერი: „ბიძინა
ივანიშვილმა იცის, რომ
კრედიტ სუისთან
დაკავშირებული ფული
ბერმუდისა და სინგაპურის
სასამართლოების ხელშია და
არა - ამერიკის. რატომ
უყვება ის ქართველებს სხვა
ამბავს?“ მიზანშეწონილად
მივიჩნიეთ, ამ ბანერს
განცხადებით
გამოვეხმაუროთ.პირველ
რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ
საელჩო ვერ დაასახელებს
ვერც პირადად ჩემი და ვერც
„ქართული ოცნების“
რომელიმე სხვა ლიდერის
განცხადებას, სადაც ჩვენ
ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან
ევროკავშირს
ვადანაშაულებთ.როდესაც
საბანკო ანგარიშის
ძარცვაზე და ფინანსურ
შანტაჟზე ვსაუბრობდით,
ყოველთვის
ვაკონკრეტებდით, რომ ამ
შანტაჟის უკან არა აშშ ან
ევროკავშირი, არამედ ის
ძალები დგანან, რომლებსაც
გლობალურ ომის პარტიად
მოვიხსენიებთ. ფინანსურ
შანტაჟში აშშ ან
ევროკავშირი ჩვენ მაშინაც
კი არ დაგვიდანაშაულებია,
როდესაც „კრედიტ სუისმა“
თანხის არგადმორიცხვის
მორიგ საბაბად
ევროპარლამენტის მიერ
მიღებული რეზოლუცია
გამოიყენა. მეტიც,
არაერთგზის დავაზუსტეთ,
რომ გლობალურ ომის
პარტიაში არც აშშ-ს და არც
ევროკავშირს არ
ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე
ვაკონკრეტებდით, რომ
გლობალურ ომის პარტიას
აქვს პრინციპული გავლენა
პოლიტიკოსებსა და
ბიუროკრატებზე როგორც
აშშ-ში, ისე ევროკავშირში.
სწორედ ეს არის მთავარი
მიზეზი, რატომაც ფინანსური
შანტაჟის დასრულებამდე,
უარს ვაცხადებ ამერიკელ
პოლიტიკოსებთან და
ბიუროკრატებთან
შეხვედრებზე, რადგან
გლობალური ომის პარტიის
გავლენის ალბათობა
თითოეულ მათგანთან
მიმართებით ძალზე
მაღალია.ჩვენი პოზიციის
მიზეზი ამერიკელ კოლეგებს
წერილობითაც განვუმარტეთ
და საელჩოს მოწოდების
შემთხვევაში, მზად ვართ, ამ
წერილის შინაარსზე
საჯაროდაც ვისაუბროთ.
გარდა ამისა, ჩემმა
ადვოკატებმა
საზოგადოებისთვის
არაერთგზის გაასაჯაროეს
დეტალური ინფორმაცია
უკრაინაში ომის დაწყების
შემდეგ ჩემთვის
დაწესებული ფინანსური
შეზღუდვების შესახებ და
საჭიროების შემთხვევაში,
მზად ვარ, ამ ყველაფრის
შესახებ ჩემს ადვოკატებს
განახლებული ინფორმაციაც
გამოვაქვეყნებინო.იმასაც
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში
ოლიგარქიული გავლენების,
არაფორმალური
მმართველობის, „დიფ
სთეითისა“ და ომის პარტიის
თემა ჩვენ მიერ არ არის
წამოწეული და ეს საკითხი
ამერიკაში მიმდინარე
საპრეზიდენტო კამპანიის
ერთ-ერთ მთავარ ხაზად
გვევლინება. ამ თემაზე
აქტიურად საუბრობენ თავად
საპრეზიდენტო კანდიდატი
დონალდ ტრამპი,
საპრეზიდენტო პრაიმერიზის
კანდიდატები რობერტ
კენედი უმცროსი და ვივეკ
რამასვამი და
სხვები.სწორედ გლობალური
ომის პარტიაა ის ძალა,
რომელიც ცდილობს,
საქართველოს ეროვნული
ინტერესების წინააღმდეგ
მოქმედებისას, აშშ და
ევროკავშირი აიფაროს და
მოვლენები ისე
წარმოაჩინოს, თითქოს,
საქართველოს
დაპირისპირება არა მასთან,
არამედ აშშ-სთან და
ევროკავშირთან აქვს.ამ
ფონზე, სწორედ „ქართული
ოცნებაა“ ის პოლიტიკური
ძალა, რომელიც ყველაფერს
აკეთებს, რომ ქართული
საზოგადოების თვალში აშშ-ს
და ევროკავშირს
რეპუტაციული ზიანი
თავიდან აარიდოს და
მოვლენებს თავისი სახელი
დაარქვას. ქართულმა
საზოგადოებამ თუ დაიჯერა,
რომ საქართველოში ხალხის
ნების წინააღმდეგ
ხელისუფლების შეცვლა და
ძალაუფლების კოლექტიური
„ნაციონალური
მოძრაობისთვის“ დაბრუნება
არა გლობალურ ომის პარტიას,
არამედ აშშ-ს და
ევროკავშირს სურთ, ამით
როგორც აშშ-ს, ისე
ევროკავშირის იმიჯს
გამოუსწორებელი ზიანი
მიადგება. ასეთ
შემთხვევაში, საზოგადოება
იმასაც იფიქრებს, რომ 2004-2012
წლებში სააკაშვილის
რეჟიმს ავტორიტარიზმის
დამყარებაზე, არჩევნების
გაყალბებაზე, ადამიანების
მკვლელობასა და წამებაზე,
ბიზნესის ტერორზე,
ტელევიზიების
მითვისებაზე, ომზე და
ტერიტორიების დაკარგვაზე
მწვანე შუქს არა გლობალური
ომის პარტია, არამედ აშშ და
ევროკავშირი უნთებდნენ.
ასევე, ქართულმა
საზოგადოებამ შეიძლება
იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე
ფრონტისკენ რადიკალური
ოპოზიცია, ენჯეოები და
უკრაინის ხელისუფლების
მაღალჩინოსნები არა
გლობალური ომის პარტიის,
არამედ აშშ-ს და
ევროკავშირის მითითებით
მოგვიწოდებდნენ.
ანალოგიურად, ქართულმა
საზოგადოებამ ისიც
შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22
წლებში ქვეყნის არევა
ორჯერ არა გლობალურმა ომის
პარტიამ, არამედ აშშ-მ და
ევროკავშირმა
სცადეს.საზოგადოებრივი
აზრის ამ მიმართულებით
განვითარების დაშვება
ჩვენ ძალიან არ გვინდა და
ამის წინააღმდეგ
ყველაფერს გავაკეთებთ.
თუმცა, ამაში ამერიკული
მხარის დახმარებაც
დაგვჭირდება. ამისათვის კი
მთავარია, ქართველებს არა
„სხვა ამბავი“, არამედ
ნამდვილი ამბავი მოვუყვეთ",
- ნათქვამია „ქართული
ოცნების“ პრესსამსახურის
მიერ გავრცელებულ ბიძინა
ივანიშვილის
განცხადებაში.