ჩვენ უფრო მეტად ვართ დღეს
ევროპა, ვიდრე ის
ბიუროკრატია, რომელიც დღეს
ბრიუსელში ზის. მათ აირჩიეს
საქართველოსთან
ურთიერთობისთვის ძალიან
ცუდი მიმართულება. ახალი
მსოფლიო წესრიგის
ფორმირების პარალელურად
აირჩიეს ცუდი
დამოკიდებულება
საქართველოსთან და
ცდილობენ, ყოველდღიური
განცხადებებით,
ხელმოცარული
პოლიტიკანების
განცხადებებით
გვესაუბრონ, - განაცხადა
„ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს” წევრმა,
ბიძინა გიორგობიანმა
„დღის ქრონიკაში“.„მინდა
ყველას მივულოცო, რომ
ძალაში შევიდა კანონი,
რომელიც მოზარდების და
ოჯახური ღირებულებების
დაცვის შესახებაა.
საქართველოში ამ კანონის
მიღებას ევროკავშირში
ყოველთვის
ეწინააღმდეგებოდნენ.
ევროკავშირი, როგორც ბოლო
პერიოდში გამოჩნდა,
აბსოლუტურად მართულია
ამერიკის შეერთებული
შტატების გარკვეული
წრეებისგან, რომელთა
ინტერესშიც შედის
ევროკავშირის ქვეყნებში
და იმ ქვეყნებში, სადაც
გავლენების მოპოვება სურთ,
ჰყავდეთ ძლიერი ლგბტ ლობი,
რომელიც მათ საქმიანობას
მწვანე შუქს აუნთებს ყველა
მიმართულებით.რამდენიმე
ევროპულ ქვეყანაში
მიღებულია მსგავსი კანონი
და ყოველთვის იყენებენ ამ
[ლგბტ პროპაგანდის
საწინააღმდეგო] კანონს ამ
ქვეყნებზე ზეწოლის და
ფინანსური ჯარიმების და
სანქციების დასაწესებლად.
საქართველომ საპასუხოდ
უნდა გააკეთოს ერთადერთი
რამ, რომ დაიცვას საკუთარი
სუვერენიტეტი, მოსახლეობა,
მოზარდები და მომავალი
თაობა. ეს არის ჩვენი
მოვალეობა და ამას
მოვახერხებთ. სახუმარო
გახადეს, მაგრამ რაც
„ვეფხისტყაოსანში“
გვიწერია, მენტალურად ეს
ხალხი ვართ და ჩვენი
მენტალიტეტით გვინდა
შევიდეთ ევროპაში. ჩვენ
უფრო მეტად ვართ დღეს
ევროპა, ვიდრე ის
ბიუროკრატია, რომელიც დღეს
ბრიუსელში ზის. მათ აირჩიეს
საქართველოსთან
ურთიერთობისთვის ძალიან
ცუდი მიმართულება. ახალი
მსოფლიო წესრიგის
ფორმირების პარალელურად
აირჩიეს ცუდი
დამოკიდებულება
საქართველოსთან და
ცდილობენ, ყოველდღიური
განცხადებებით,
ხელმოცარული
პოლიტიკანების
განცხადებებით
გვესაუბრონ.შოლცის
განცხადება იყო, რასაც დღეს
გამოვეხმაურეთ [„ერთიანი
ნეიტრალური საქართველო“].
შოლცის პარტია ყველა
არჩევნებს აგებს უკვე ბოლო
ერთი წელია. მათი
დამოკიდებულება
საქართველოსადმი,
ემსახურება მხოლოდ ერთ
მიზანს - მიაღწიონ ამ გარე
განცხადებებით იმას, რომ
მმართველი პარტიის
ამომრჩევლებში შევიდეს
სკეფსისი და რამენაირად
დაეხმარონ ოპოზიციას,
რომელიც ფაქტობრივად ვერ
ატარებს საარჩევნო
კამპანიას იმდენად
დაცემულია ყველანაირად -
როგორც პოლიტიკურად, ისე
ზნეობრივად. მათ ასეთ
დამოკიდებულებას არ
ექნება ის გავლენა, რასაც
ფიქრობენ“, - აღნიშნა
გიორგობიანმა.