რჩება შთაბეჭდილება, რომ
ყველა ცდილობს ამ წინასწარ
განწირული მოლაპარაკების
ჩაშლის ერთმანეთზე
გადაბრალებას, - განაცხადა
„დღის ქრონიკაში“
„ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს“ ერთ-ერთმა
დამფუძნებელმა ბიძინა
გიორგობიანმა რუსეთსა და
უკრაინას შორის სტამბოლში
დაგეგმილ მოლაპარაკებებზე
საუბრისას.მისი თქმით,
მოლაპარაკებების ჩაშლას
ძირითადად ევროპელი
ლიდერები და უკრაინის
პრეზიდენტი ვოლოდიმირ
ზელენსკი ცდილობენ, ომის
საჩქაროდ შეწყვეტა კი არც
რუსეთის ინტერესებში
შედის.„ერთადერთი
პოლიტიკური ლიდერი,
რომელიც ცდილობს ამ ომის
დასრულებას, არის დონალდ
ტრამპი, მაგრამ, როგორც
ყველა მონაცემიდან ჩანს, 24
საათში კი არა, როგორც ის
ამას თავის ამომრჩეველს
ჰპირდებოდა, 24 თვეშიც
საეჭვოა ამ ომის შეწყვეტა.
ძალიან რთული ვითარებაა,
რადგან ისეთი მოთხოვნები
წამოაყენა ორივე მხარემ,
როგორც წყალი და ზეთი ვერ
ერევა ერთმანეთს, ისე
გამორიცხულია ამ
მოთხოვნების
მოლაპარაკების მაგიდასთან
მიტანა“, - აღნიშნავს
გიორგობიანი.მას ეჭვი
ეპარება იმაში, რომ
სტამბოლის მოლაპარაკებებს
რაიმე გარდატეხა მოჰყვება,
თუმცა მიიჩნევს, რომ აშშ ამ
მოლაპარაკებებს არ
დატოვებს.