“ბიზნესს, შესაძლოა, ეშინოდეს ასეთ აქტივობაში მონაწილეობა, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩაერთოს” – გილაური Freedonation.ge-ზე

News.ge 1 დღე წინ 4
“ბიზნესს, შესაძლოა, ეშინოდეს ასეთ აქტივობაში მონაწილეობა, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩაერთოს” – გილაური Freedonation.ge-ზე

Freebusiness.ge-ის თანადამფუძნებლის, ნიკა გილაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ Freedonation.ge-ის პლატფორმას საზოგადოების სხვადასხვა წევრთან ერთად ბიზნესიც შეუერთდეს, ვინაიდან დემოკრატიის მხარდაჭერის პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
საქმე ისაა, რომ Freebusiness.ge-ის ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის მიზანიც იქნება ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ყველა იმ აქტორს, ვინც აძლიერებს დემოკრატიას, მათ შორის მედიას, ფონდებს და სხვა ორგანიზაციებს, და გაუმარტივოს საზოგადოებას მათი საქმიანობის ხელშეწყობა ფინანსური მხარდაჭერის გზით.
„ბიზნესს, შესაძლოა, ეშინოდეს ასეთ აქტივობაში მონაწილეობა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესიც ჩაერთოს და თავისი თანამშრომლებიც ჩართოს ამ აქტივობაში“, – აღნიშნა ნიკა გილაურმა გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, ბიზნესმა ერთიანობა უკვე აჩვენა გასული წლის დეკემბერში, როდესაც Freebusiness.ge-ს შეუერთდა. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმა ხმამაღლა და ერთიანად დააფიქსირა მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია.
„როდესაც დეკემბერში გაკეთდა პეტიცია და შეიქმნა Freebusiness.ge, არავინ არ იცოდა, რამდენი ბიზნესი შეუერთდებოდა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ვხედავთ, რომ 2400-ზე მეტი ბიზნესია. ეს იყო ერთმანეთის თანადგომის ძალიან კარგი შემთხვევა. ბიზნესმა დაინახა, რომ თუ ერთად ვდგავართ, არაფრის არ გვეშინია და შეგვიძლია ბევრი რამ ერთად გავაკეთოთ. ეს იყო ძალიან კარგი მომენტი, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში ბიზნესმა ძალიან ხმამაღლა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც არ ემთხვეოდა მთავრობის პოზიციას. ვფიქრობ, სწორედ ასე უნდა გაგრძელდეს ბიზნესის ერთიანობის სვლა. ეს პლატფორმაც იქნება საზოგადოების გაერთიანების პლატფორმა“, – აღნიშნა ნიკა გილაურმა გადაცემა „ანალიტიკაში“, სადაც დღეს Freebusiness.ge-ის ახალი ფუნქციის Freedonation.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა.

სრულად წაიკითხეთ სტატია