„ნათენაძის ღვინის
მარნის“ მფლობელი და
„ვარძიის ტერასების“
ერთ-ერთი დამფუძნებელი
გიორგი ნათენაძე სოციალურ
ქსელში ტერასების
მდგომარეობის ამსახველ
ვიდეოებს აქვეყნებს და
წერს, რომ 2021 წლიდან ის
ოფიციალურად უმიზეზოდ
გადააყენეს
დირექტორობიდან
პარტნიორებმა და შედეგიც
სახეზეა.მანვე აღნიშნა, რომ
ტერასების დღევანდელი
მდგომარეობა მას აღარ
ეხება, არამედ იმ ხალხს,
ვინც აპირებს მთავრობაში
მოსვლას და კეთილი
სურვილების ასრულებას ისე,
როგორც ამ ისტორიული
მემკვიდრეობის სახე
გამოიყურება ახლა.„ყოველ
წელს ვითმენ რაიმე დავწერო
თუ არ დავწერო ტერასებზე,
რომელზეც ერთ დროს
ყოველდღე სიყვარულით,
სიხარულით და ხალისით
გიყვებოდით ხიზაბავრის
დარიჯების აღმშენებლობის,
აღდგენის და მესხური ვაზის
გაშენების ამბებს.ხშირად
ბევრი ნაცნობი თუ უცნობი
მირეკავს და მწერს
ტერასების ასეთ
მდგომარეობაში არსებობის
შესახებ და მიჭირს პასუხის
გაცემაც და ახსნაც. მე იქ
ყველაფერი დავკარგე, აქვე
გეტყვით რომ 2021 წლიდან მე
ოფიციალურად უმიზეზოდ
გადამაყენეს
დირექტორობიდან
პარტნიორებმა და შედეგიც
სახეზეა. ასე რომ ტერასების
დღევანდელი მდგომარეობა
მე აღარ
მომკითხოთ.მოჰკითხეთ იმ
ხალხს, ვინც აპირებს
მთავრობაში მოსვლას და
კეთილი სურვილების
ასრულებას ისე, როგორც ამ
ისტორიული მემკვიდრეობის
სახე გამოიყურება
ახლა.გული მწყდება და
მეწვის იმ ნაშრომის
განადგურებას რომ ვუყურებ
რაშიც ძალიან ბევრი წლები,
ძალიან დიდი შრომა და მთელი
გული ჩავდე.აღარ
ვლაპარაკობ იმ ხალხზე და
დარაჯებზე ვინც იქ მუშაობს
რა არაადამიანურ
პირობებში უწევთ მუშაობა
და ღამის თევა ეგრეთ
წოდებულ რკინის ვაგონში.
მათ არაფერი მოეკითხებათ,
მოსაკითხი მენეჯმენტშია
და
პარტნიორებში.საუკუნეების
შემდეგ აღდგენილი და
გაბრწყინებული ისტორიული
მნიშვნელობის ტერასების
ასეთ დღეში ჩაგდება ძალიან
დიდი და მიზანმიმართული
დანაშაულია და აუცილებლად
დაისჯება ყველა ვისაც
ამაში წვლილი მიუძღვის“, -
წერს გიორგი
ნათენაძე.ინფორმაციისთვის,
2014 წლის ბოლოდან შპს
„ვარძიის ტერასებში“
გიორგი ნათენაძის
პარტნიორები გახდნენ
მამუკა ხაზარაძე და ბადრი
ჯაფარიძე. საჯარო რეესტრის
მონაცემებით შპს „ვარძიის
ტერასების“ 7%-იანი წილის
მფლობელი გიორგი
ნათენაძეა, 93% თანაბრადაა
გადანაწილებული - მამუკა
ხაზარაძესა (46.5%) და ბადრი
ჯაფარიძეს (46.5%) შორის.