ბექა ძამაშვილი: 2021 წელსაც იყო სპეკულაციები, როდესაც ნიკა მელია დააკავეს, თუმცა შემდეგ ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ დაკავებაც და პატიმრობაც ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო და პოლიტიკურ მოტივს ადგილი არ ჰქონია

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
ბექა ძამაშვილი: 2021 წელსაც იყო სპეკულაციები, როდესაც ნიკა მელია დააკავეს, თუმცა შემდეგ ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ დაკავებაც და პატიმრობაც ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო და პოლიტიკურ მოტივს ადგილი არ ჰქონია
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და ნიკა მელიას გირაოს საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.ძამაშვილის თქმით, ადრეც იყო სპეკულაციები ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა 2023 წლის სექტემბერში ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ეს ვითარება და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მელიას დაკავებაც და პატიმრობაც ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო და უფრო მეტიც, არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია.„ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს 2021 წლის თებერვალში როგორ მოხდა ნიკა მელიას დაკავება. არაერთი აქტორის მხრიდან იყო მცდელობა, საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა შექმნილიყო თითქოს ეს დაკავებაც და პატიმრობაც იყო უკანონო და ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო. ორი წლის თავზე, 2023 წლის სექტემბერში ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ეს ვითარება და ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მელიას დაკავებაც და პატიმრობაც ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო და უფრო მეტიც, არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია.ამ გადაწყვეტილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის პასაჟი, სადაც ევროპული სასამართლო ამბობს, რომ დაუშვებელია რომელიმე პოლიტიკოსს ნებისმიერ ქვეყანაში იმის უფლება მიეცეს, რომ პოლიტიკური მოტივებით უარი განაცხადოს ხოლმე კანონის აღსრულებაზე, დაარღვიოს კანონი, რადგან ამგვარი დაშვება თავდაყირა დააყენებს ნებისმიერი ქვეყნის მართლწესრიგს და უფრო მეტიც, თავად შეუსაბამობაში იქნება ევროპულ კონვენციასთან და სამართლის უზენაესობასთან. ეს არის პრეცედენტული შემთხვევა და ვრცელდება ყველა მომავალ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსზე“, - აღნიშნა ძამაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია