“მე მგონია, რომ ლაშა გაბიტაშვილს აეროპორტში არ დაიჭერენ. არა იმიტომ რომ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არამედ იმიტომ რომ ატყდება კამერებით გადაღებული, სამობილიზაციო ადგილით მონიშნული დიდი პიზდეცი. თან წარსულიც რომ კამერებზეა გადაღებული, ეს დიდ ბრაზს გამოიწვევს პროტესტში და შემდგომ სანქციებს დასავლეთში. ამასთანავე, ლაშა გაბიტაშვილი კიდევ უფრო გაგმირდება, რაც რეჟიმს არ აწყობს.
მისი ჩამოსვლიდან მომდევნო დღეებში ქოცები შეეცდებიან მოძებნონ გზა ისე დაამცირონ, “გრუზინულ რასკლადებში” კაცს რომ არ ეკადრება.
ლაშა გაბიტაშვილი და მისი ოჯახი საფრთხის ქვეშ არის, ეს გახლავთ ორჯერ ორი ოთხი. ამიტომ, მთელს ოჯახს სჭირდება დაცვა ან საზღვარგარეთ თავშესაფარი. მე არ ვიცი დაცვა ვინ უნდა უზრუნველყოს და არც ის ვიცი ამ კაცს თუ უნდა თავშესაფრის თხოვნა, უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ.
შევარდნაძის ძაღლობის დროს იყო ეგეთი ფენომენი, ყველაზე დაუნდობლები და მწამებლები იყვნენ ქუჩაში დაჩაგრული პატარა კაცები, რომლებმაც პაგონები მოირგეს და იმათ მისდგნენ, ვისაც გუშინდელ მჩაგვრელებად ხედავდნენ.
ემირატებში დაჩაგრული პატარა კაცები მალე ქოცების ტიტუშკებს ამოეფარებიან და დაუნდობლები იქნებიან.
ვფიქრობ, რომ აეროპორტში მას არ დაიჭერენ, მაგრამ თუ აეროპორტში ათასობით ადამიანი დახვდება, ეს იქნება პოლიტიკური სიგნალი იმის თაობაზე თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მაგ კაცს. ეს გარკვეულწილად დაიცავს მას მომავალი ძალადობისგან,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე.