UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა მერაბ დვალიშვილი შეაქო. ლეგენდარულმა ირლანდიელმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „მანქანას“ ვარსკვლავი უწოდა.
მაკგრეგორი MMA On Point-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც დვალიშვილისა და რიკი სიმონის ჩხუბის დასკვნითი ნაწილია ასახული. მერაბმა UFC-ში ბოლოს სწორედ სიმონთან წააგო და ეს 2018 წელს მოხდა.
„და ახლა, წლების შემდეგ, ის UFC-ის მოქმედი ჩემპიონია. დიდებულია! მერაბი ვარსკვლავია“, – დაწერა ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.
The post კონორ მაკგრეგორის წარმოუდგენელი სიტყვები მერაბ დვალიშვილის შესახებ – რა თქვა ირლანდიელმა მებრძოლმა ? appeared first on PNews.ge.