ბელგია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალა

News.ge 1 დღე წინ 10
ბელგია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალა

ბელგიის მთავრობამ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აკრძალა. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„ელექტრონული სიგარეტი ხშირად შეიცავს ნიკოტინს. ნიკოტინი იწვევს ნიკოტინზე დამოკიდებულებას. ის საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რაც ფაქტია. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა ევროპაში, ვინც ამას აკეთებს“, – დასძინა მინისტრმა.
ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სურს ევროკავშირში თამბაქოს მოხმარების მიმართ მკაცრი ზომების დაწესება.
„მოვუწოდებთ ევროკომისიას გამოვიდეს ახალი ინიციატივებით თამბაქოს კანონმდებლობის განახლებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, მილანში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, ღია ცის ქვეშ საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარება იკრძალება.

სრულად წაიკითხეთ სტატია