ბევრი სისულელე ილაპარაკა პრეზიდენტმა და ეს უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით, ვიდრე დაარღვია თუ არა, მან გერმანიის კანონმდებლობა - იაგო ხვიჩია

Primetime.ge 2 თვის წინ 100
ბევრი სისულელე ილაპარაკა პრეზიდენტმა და ეს უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით, ვიდრე დაარღვია თუ არა, მან გერმანიის კანონმდებლობა - იაგო ხვიჩია
გერმანიის საელჩოს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტის დეტალების შესახებ, - აცხადებენ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, რომელსაც "კურიერმა" კითხვით მიმართა.გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რომ შტაინ-მაიერმა 30 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა, თუმცა ვიზიტის სხვა შეხვედრებზე მათ ინფორმაცია არ აქვთ. სალომე ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა ჰქონდა, თუ მან კანონი დაარღვია - ეს კითხვა პრეზიდენტის ბერლინში გამართულ შეხვედრებზე "ქართულ ოცნებას" აქვს.საქმე იმაშია, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას. "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ 29 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრა, წინასაარჩევნო აგიტაცია იყო.ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზრუნავს ევროინტეგრაციის პროცესის წინ წაწევაზე:"ჯერ გაიხსენოს, როგორ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად. ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვისი მიმართულებით", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ გერმანიის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზე მნიშვნელოვანი არის ის გზავნილი, რომლითაც ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა."მე არ ვიცი საქართველოს პრეზიდენტმა, გერმანიაში რაღაცის ლაპარაკით, გერმანიის კანონმდებლობა დაარღვია თუ არა, თუ დაარღვია ე.ი. ცუდია გერმანიის კანონმდებლობა. ამ შეხვედრებს ჩვენი მეგობრები ესწრებოდნენ და ბევრი სისულელე ილაპარაკა პრეზიდენტმა და ეს უფრო საინტერესო იქნება ჩემი აზრით, ვიდრე დაარღვია თუ არა, მან გერმანიის კანონმდებლობა," - აღნიშნავს პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
სრულად წაიკითხეთ სტატია