„ბევრი სიახლე გვქონდა დაგეგმილი, რისი გაჟღერებაც წლის ბოლოსთვის გვსურდა, მაგრამ სამომავლოდ გადაინაცვლა“ – მაღაზიათა ქსელი „ზოდი“

News.ge 1 თვე წინ 17
„ბევრი სიახლე გვქონდა დაგეგმილი, რისი გაჟღერებაც წლის ბოლოსთვის გვსურდა, მაგრამ სამომავლოდ გადაინაცვლა“ – მაღაზიათა ქსელი „ზოდი“

2024 წლის ბოლო პერიოდი ბიზნესის ყველა სექტორისთვის გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე გამოდგა. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა სექტორის დღის წესრიგი შეცვალა. გამონაკლისი არც მაღაზიათა ქსელი ,,ზოდია”. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა გასული წელი ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში შეაფასა. ნაზი მაზანიშვილმა განცახდა, რომ მათ წლის ბოლოს მრავალი ღონისძიება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა მათი გადაწევა 2025 წლისთვის მოუწიათ.
,,2024 წელი, როგორც ყველასთვის ასევე ჩვენთვის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იყო რთული. ამინდიც კი შეიძლება მოქმედებდეს ისეთი ტიპის სერვისზე და პროდუქტებზე, როგორსაც ჩვენ ვუწევთ რეალიზაციას ბაზარზე. ამიტომ რთული იყო ნამდვილად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. გვქონდა ბევრი სიახლე დაგეგმილი, რისი გაჟღერებაც წლის ბოლოს გვსურდა, რამაც გადაინაცვლა სამომავლოდ, 2025 წლისთვის. ის რაც გვინდა, რომ ხმამაღლა სასაუბრო გახდეს და გაიგოს ჩვენმა მომხმარებელმა, მოგვიწევს, რომ 2025 წელს გავაჟღეროთ და მივიტანოთ ჩვენ მომხმარებლამდე. რაც შეეხება გარემოს, ჩვენთვისაც იყო ეს ბოლო პერიოდი რთული, თუმცა ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ის რაც შემოგვრჩა გასაჟღერებელი და გასახმაურებელი 2024 წელს აუცილებლად, ძალიან მალე მოხდება ამ ყველაფრის გაჟღერება 2025 წელს.”- განაცხადა ,,კომერსანტის” ეთერში ნაზი მაზანიშვილმა.
გამოწვევების მიუხედავად, 2024 წელს კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი პროდუქტიულს უწოდებს. ნაზი მაზანიშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს კომპანიამ სამოქმედო სტრატეგია განაახლა, გაათანამედროვა ლოგო და შეცვალა სლოგანი, რაც მომხმარებელმა კარგად მიიღო.
,,არსებული სტრატეგიის მიხედვით, მიზნად დავისახეთ, რომ მომხმარებლებს განსხვავებული გამოცდილება შევთავაზოთ. ამ გეგმას მივყვებოდით მთელი წლის განმავლობაში, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე რისი საშუალებაც გვეძლეოდა. ახალი გზავნილი გვაქვს. ,,ქვა, კარი და სხვა” და სიტყვების ეს თანმიმდევრობა სწორედაც, რომ არის ნაფიქრი. ქვამ გადმოინაცვლა წინ. ,,ზოდს“ აქვს ქვის ქართული საწარმო. აქვს ქვის წარმოება, სადაც იმპორტირებული, დიდი ფორმატის ქვის ფილებისგან ვაწარმოებთ სხვა და სხვა საბოლოო პროდუქტს. ეს არის ბუხრის, სამზარეულოს ზედაპირების, კიბის და სხვა ქვის ნაკეთობები. ჩვენს გზავნილში მეორე ადგილზე გახლავთ კარი, რომლის უალტერნატივო ასორტიმენტი ხელმისაწვდომია და წარმოდგენილია ,,ზოდის“ შოურუმებში. აქ უკვე მოიაზრება აბაზანის აქსესუარები, კერამიკული ფილები და ყველაფერი ის, რაც აბაზანის მოსაწყობად სჭირდებათ ადამიანებს. მშენებლობა და რემონტი გარკვეულ წილად უკავშირდება თავის ტკივილს. ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, მიზნად დავისახეთ, რომ ეს არასასიამოვნო გარემოებები ჩვენთან დაკავშირებით არ შეექმნათ ჩვენს მომხმარებლებს. დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და ყველაფერი, რაც გვეხება სერვისთან დაკავშირებით იყოს უპირობოდ თავის ტკივილის გარეშე. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ თუ ქვა და კარი სჭირდებათ სად უნდა შეიძინონ? უპირობო პასუხი იყოს ,,ზოდი“. ‘’- განაცხადა ნაზი მაზანიშვილმა.
,,ზოდის“ ფილიალები ქვეყნის 5 ქალაქშია წარმოდგენილი. ესენია: თბილისი, , გორი, მარნეული და რუსთავში. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დამატებით სხვა ქალაქებში ახალი ფილიალების გახსნა მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
,,შესაძლოა, მოთხოვნა არის, რომ სხვა ქალაქებშიც არსებობდეს, თუნდაც ფრენჩაიზით ,,ზოდის” ფილიალები. განსაკუთრებით კარის მიმართულებით. ქვა სპეციფიკური პროდუქტია და თუ სერვისი არ იქნება იმ მასშტაბის, რა მასშტაბითაც თბილისში ვართ წარმოდგენილი, რთული იქნება რეგიონებში მსგავსი მასშტაბით რომ გაიხსნას ზოდის ფილიალები. ახალი ბრენდები გვყავს წარმოდგენილი ,,ზოდის” სივრცეებში. სწორედ, ამ ბრენდების ექსკლუზიური კოლექციების შესახებ გვექნება ძალიან ბევრი სიახლე 2025 წელს.”- განაცხადა ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში ნაზი მაზანიშვილმა.
კომპანიას აქვს ქვის გადასამუშავებელი საწარმო, სადაც იმპორტირებული ბუნებრივი ქვების დამუშავებით საბოლოო პროდუქტს ქმნიან. ნაზი მაზანიშვილის განცხადებით, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, საწარმოს გაფართოება არ იგეგმება, თუმცა 2025 წელს ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახდება.
,,ვაფართოებთ ასორტიმენტს. ბუნებრივი ქვების მიმართულებით უდიდესი ნაწილი უკავია იმპორტირებულ ქვებს. დიდი ზომის ფილები შემოდის, რომელიც მუშავდება. რაც შეეხება ქართულს, ამ შემთხვევაში კირქვის მოპოვება ხდება ჩვენს მიერ და გადამუშავება საბოლოო პროდუქტის სახით, რომელიც არამხოლოდ საქართველოში იყიდება, არამედ პოპულარულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპაში.”- განაცხადა ნაზი მაზანიშვილმა.
,,ზოდის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში კარის საწარმოების რაოდენობა გაიზარდა და ბაზარზე ამ მიმართულებით შედარებით მაღალია კონკურენტია. თუმცა ქვის გადამუშავების მიმართულებით მისი შეფასებით, კომპანია ,,ზოდს” ალტერნატივა არ ჰყავს.
,,ქვის მიმართულებით ვიტყვი, რომ ალბათ უალტერნატივო ასორტიმენტი და სერვისებია ჩვენთან წარმოდგენილი. იმ მასშტაბის პროდუქტის იმპორტი საქართველოში ფაქტობრივად არც არავის არ აქვს. კარის მიმართულებით ჩნდებიან პატარ-პატარა ადგილობრივი წარმოებები, რომლებიც ანაცვლებენ იმ პროდუქტებს, რისი დაკმაყოფილებაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ უდიდესი რაოდენობა გვაქვს წარმოდგენილი კარის მიმართულებით მზა პროდუქტების, მზა ზომების. გვაქვს მცირე საწარმო, სადაც არსებული მოდელი თუ იძლევა საშუალებას კორექტირება ხდება. მაგრამ თუ ადამიანს სურს, რომ მისი დიზაინით შექმნას კარი ან ვთქვათ განსხვავებული ზომებით შექმნას, ამ შემთხვევაში მცირე საწარმოები ჩნდება ბაზარზე. ვერ გეტყვით, რომ დიდ კონკურენციას გვიწევს, თუმცა წელს განსაკუთრებით ბევრი გამოჩნდა და არის ამ მხრივ კონკურენცია.”- განაცხადა ნაზი მაზანიშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია