ჩვენი მიზანია
დავაკვირდეთ პროცესს,
რამდენად დემოკრატიული
იქნება ის. ბედნიერი ვარ,
რომ ვესწრები პროცესს,
რომელიც ადასტურებს თუ
როგორ მიმდინარეობს
საქართველოში ეს
დემოკრატიული პროცესი და
ამას მთელი მსოფლიო
დაინახავს, - განაცხადა
უნგრელი დამკვირვებელი
ხორხე
გირსალენმა.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
მიმდინარეობს. არჩევნებს 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი აკვირდება.
პროცესს აშუქებს 199 მედია
ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი
წარმომადგენელი.