ტულსას სასაკლაოში,
როგორც დღეს ამ მოვლენას
მოიხსენიებენ, როგორც
დაგეგმვაში, ისე
აღსრულებასა და შემდეგ
დაფარვაში, ჩართული იყო
სტრუქტურული ძალები -
ბიუროკრატიული,
მილიტარისტული,
სამართლებრივი და
პოლიტიკური აქტორები, იყო
დიდი ბიზნესების ინტერესი
და დაკვეთა, აქედან
გამომდინარე, ცალსახაა რა
ძალა იდგა მომხდარის უკან, -
წერს ეროვნული
კინოცენტრის
ფილმწარმოების
დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, ბაჩო
ოდიშარია, 1920-იან წლებში
აშშ-ის ოკლაჰომის შტატში
არსებულ ე.წ. "შავ უოლ
სტრიტზე" განვითარებულ
მოვლენებზე. მისი თქმით,
ირონიული ფაქტია, რომ
ტულსაში აშშ-ის ერთადერთი
პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი
ჩავიდა
გარდაცვლილებისთვის
"პატივის მისაგებად",
რომელიც "დიფ სთეითის" მიერ
მართული ყველაზე
თვალსაჩინო პრეზიდენტი
იყო. ოდიშარიას თქმით, დღეს
ტულსაში 1920-იან წლებში
განვითარებულ მოვლენებს
სკოლებში ასწავლიან
როგორც “რასობრივად
მოტივირებულ დანაშაულს”,
რითაც აქრობენ ყოველგვარ
მსჯელობას იმ რეალური
აქტორების და
ძალაუფლებრივი აპარატის
ირგვლივ, რომელმაც მოკლა,
დაარბია, დაარეკეტა და
ეკონომიკური თავისუფლება
წაართვა შავკანიანთა
კომუნას. "1920-ანი წლების
ამერიკაში, ოკლაჰომის
შტატის ქალაქ ტულსას
გრინვუდის რაიონში,
არსებობდა უნიკალური
ფენომენი - შავკანიანი
ამერიკელების მიერ
შექმნილი ძლიერი
ეკონომიკური ცენტრი, სადაც
ფუნქციონირებდა 600-ზე მეტი
წარმატებული ბიზნესი. ამ
ადგილს „შავი უოლ სტრიტი“
ეწოდა - ადგილი, სადაც
შავკანიანებს პირველად და
ერთადერთხელ ჰქონდათ
რეალური ეკონომიკური
დამოუკიდებლობა. თუმცა, ერთ
ღამეს ყველაფერი
განადგურდა. 1921 წლის 31
მაისიდან 1 ივნისის
დილამდე, თეთრი
ამერიკელები - ადგილობრივი
პოლიციისა და შერიფის
ოფისის თანამონაწილეობით -
თავს დაესხნენ გრინვუდს.
მათ არა მხოლოდ დახოცეს
300-მდე ადამიანი, არამედ
საჰაერო თავდასხმებით
დაბომბეს მთელი უბანი,
გაანადგურეს ათასზე მეტი
სახლი და ბიზნესი,
გააცამტვერეს თაობების
შრომით აშენებული
სიმდიდრე და ათასობით
შავკანიანი იძულებით
გადაასახლეს. ეროვნულ
გვარდიას, რომელსაც წესით
უნდა დაეცვა მოქალაქეები,
ხელი არ გაუნძრევია. არც
ერთი დამნაშავე არ დასჯილა.
დაზარალებულ ოჯახებს არ
მიუღიათ არანაირი
კომპენსაცია. სადაზღვევო
კომპანიებმა უარი თქვეს
ზარალის ანაზღაურებაზე.
პრესამ ყველაფერი
შავკანიანებს დააბრალა. ეს
ტრაგედია ათწლეულების
განმავლობაში
საგულდაგულოდ დაიფარა - არც
სახელმძღვანელოებში იყო
ნახსენები, არც
საზოგადოებრივ დისკურსში
აღიარებული. ტულსას
სასაკლაოში, როგორც დღეს ამ
მოვლენას მოიხსენიებენ,
როგორც დაგეგმვაში, ისე
აღსრულებასა და შემდეგ
დაფარვაში, ჩართული იყო
სტრუქტურული ძალები -
ბიუროკრატიული,
მილიტარისტული,
სამართლებრივი და
პოლიტიკური აქტორები, იყო
დიდი ბიზნესების ინტერესი
და დაკვეთა, აქედან
გამომდინარე, ცალსახაა რა
ძალა იდგა მომხდარის უკან.
მთავარი ირონიული ფაქტი კი
ისაა, რომ პირველად,
სასაკლაოდან ასი წლის
თავზე, ერთადერთი ამერიკის
პრეზიდენტი ჩავიდა
ტულსაში და “პატივი მიაგო”
გარდაცვლილებს - ჯო ბაიდენი
- დიფ სთეითის მიერ მართული
ყველაზე თვალსაჩინო
მარიონეტი პრეზიდენტი.
დღეს ამ ამბავს უკვე
სკოლებში ასწავლიან, ოღონდ
როგორც “რასობრივად
მოტივირებულ დანაშაულს”,
რითაც აქრობენ ყოველგვარ
მსჯელობას იმ რეალური
აქტორების და
ძალაუფლებრივი აპარატის
ირგვლივ, რომელმაც მოკლა,
დაარბია, დაარეკეტა და
ეკონომიკური თავისუფლება
წაართვა შავკანიანთა
კომუნას და დღემდე არ
დაუბრუნებია. თუმცა სულ
დამავიწყდა, დიფ სთეითი ხომ
არ არსებობს და რა აზრი
აქვს მასზე რაიმე ტიპის
მსჯელობის წარმოებას." -
წერს ბაჩო ოდიშარია.