ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ ბერლინშია სალომესთან ერთად, დათმოს თავისი ქვეყნის და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ

News.ge 2 თვის წინ 77

სირცხვილია ბატონი როთის თითოეული გამოსვლა და თითოეული განცხადება ჩვენი ქვეყნის მიმართ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
ის, ბერლინში ს დიასპორასთან შეხვედრას გამოეხმაურა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი გერმანიის პარლამენტის წევრი მიხაელ როთი ესწრებოდა.
„როგორ შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიმე განცხადებას ან რომელიმე დოკუმენტს. სალომე ზურაბიშვილის მხარეა ნაცმოძრაობის მხარეს, რომელიც პირდაპირ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ადამიანი დაკავებულია პირდაპირ დესტრუქციით. სირცხვილია ბატონი როთის თითოეული გამოსვლა და თითოეული განცხადება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ იქ არის სალომესთან ერთად, აქაც იყო ჩამოსული, დათმოს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ. ეს ნახევრად ხუმრობით და რეალურად ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ასე ღიად, ასე უხეშად, ასე თავხედურად ჯერ აქ მიტინგზე გიდგას, ანტისამთავრობო მიტინგზე. მერე ეკლესიას შეურაცხყოფს, მერე ჩამოდის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფ სახელმწიფოს, მთელს საზოგადოებას და გვმოძღვრავს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სრულად წაიკითხეთ სტატია