კატალონიური მედიის ცნობით, სატრანსფერო ბაზარზე “ბარსელონა” რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება და კლუბის სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე შესაძლო კანდიდატების სამკაციანი სიაც შეადგინა.
ამ სიაში არიან ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), რაფაელ ლეაუ („მილანი“) და მარკუს რაშფორდი („მანჩესტერ იუნაიტედი“)
ამ ეტაპზე „ბარსელონა“ სამივე ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და სიტუაციას აკვირდება. არანაირი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არაა და დიდი მნიშვნელობაა „ბლაუგრანას“ ფინანსურ მდგომარეობას ექნება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ ხვიჩა “ბარსელონაში” გადავა, ქართველი ვარსკვლავი ანაზღაურების სახით დაახლოებით 7-9 მილიონ ევროს მიიღებს.
იტალიურ მედიაში კი იწერება, რომ კვარას და ნაპოლის ხელმძღვანელებს ურთიერთობები დაუთბათ და დიდი შანსია ხვიჩამ კარიერა კვლავ ნაპოილიში გააგრძელოს.
The post ბარსელონა კვლავ კვარაცხელიას აკვირდება – როგორი იქნება ხვიჩას ანაზღაურება კატალონიურ გრანდში გადასვლის შემთხვევაში ? appeared first on PNews.ge.