“ბარბალეს მარანი” წელს აშშ-ში ექსპორტს გააორმაგებს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

News.ge 2 თვის წინ 11
“ბარბალეს მარანი” წელს აშშ-ში ექსპორტს გააორმაგებს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

“ბარბალეს მარანი” წელს -ს ბაზარზე ექსპორტს აორმაგებს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელი, ზვიად კორძაძე ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ “ბარბალეს მარანი” მცირე წარმოებაა, აშშ-ს ბაზარზე შარშან პირველ პარტიად კომპანიამ 1 000 ბოთლი გაგზავნა.
“აშშ-ს ბაზარზე ექსპორტს ვაორმაგებთ. პირველ ეტაპზე, შარშან 1 000 ბოთლი ღვინო გავგზავნეთ, ხოლო წელს, მაისში 2 000 ბოთლი ღვინო გაიგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ღვინოებს, რომლებიც აშშ-ს ბაზარზე გადის, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე მედლები აქვს მოპოვებული. კერძოდ, ლეჩხუმის ცოლიკაური და ქვევრის ცოლიკაური. აშშ-ს ბაზარზე, სადღაც 10 – 15 დოლარის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი”,- ამბობს ზვიად კორძაძე.
მეღვინეობის დამფუძნებლის ცნობით, გარდა აშშ-ს ბაზრისა, კომპანიის ღვინო “8000 მოსავალში”, ბერლინშია წარმოდგენილი. ამის პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის ბაზრებთან, კერძოდ კორეა-იაპონიასთან, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ჩინეთის ბაზართან თანამშრომლობა.
გაზრდილი საექსპორტო დაინტერესების გათვალისწინებით, მარანი გეგმავს, რომ წარმადობა გააორმაგოს და წლიურად, 20 000 ბოთლამდე გაზარდოს.

სრულად წაიკითხეთ სტატია