საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის
მოადგილე ბაია კვიციანმა,
აშშ-ის ქალაქ სან დიეგოში
სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში, საერთაშორისო
საგანმანათლებლო გამოფენა
NAFSA 2025-ის მონაწილეებისთვის
სესია გამართა თემაზე –
„საქართველო: განათლებისა
და აკადემიური
ინვესტიციების რეგიონული
ჰაბი‘‘. მინისტრის
მოადგილემ დამსწრე
საზოგადოებას ქართული
უმაღლესი განათლების
ეკოსისტემა გააცნო და
საქართველოს, როგორც
განათლების რეგიონული
ჰაბის პერსპექტივებსა და
კონკურენტული
უპირატესობის შესახებ
ისაუბრა. ამასთან,
ტრანსნაციონალური
უმაღლესი განათლების
გზამკვლევი
წარადგინა.ბაია კვიციანის
თქმით, განათლების
ინტერნაციონალიზაცია
საქართველოს ეროვნული
სტრატეგიის ერთ-ერთი
მთავარი პრიორიტეტია.
სწორედ ამ მიზანს
ემსახურება მსგავსი
თემატური სესიები, რომელიც
საერთაშორისო ასპარეზზე
ცნობადობის ამაღლებისა და
ინფორმაციის გავრცელების
ეფექტური
ინსტრუმენტია.სესიის
ფარგლებში, საქართველოს
უმაღლესი განათლების
დაწესებულებების
წარმომადგენლებსაც
ჰქონდათ შესაძლებლობა,
საკუთარი უნივერსიტეტების
შესახებ პრეზენტაციები
წარედგინათ.თემატური
სესია კითხვა-პასუხის
რეჟიმში წარიმართა და
მონაწილეებმა მათთვის
აქტუალურ და საინტერესო
საკითხებთან დაკავშირებით
ამომწურავი ინფორმაცია
მინისტრის მოადგილისგან
მიიღეს.შეხვედრაში
მონაწილეობა ასევე მიიღო
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილე თამარ
ღვამიჩავამ.