"ეს არის ხალხის ფული და
ჩვენ "ქართულ ოცნებას" არ
მივცემთ საშუალებას, რომ
შეჭამოს ეს ფული," - ეს
განცხადება კოალიცია
"ძლიერი საქართველოს"
ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი
ჯაფარიძემ პარტიების
დაფინანსების საკითხთან
დაკავშირებით გააკეთა."ამ
ფულს მოვახმართ ხალხს
მანამ, სანამ არ
შეგვიწყვეტენ მანდატებს.
შეგვიწყვიტონ მანდატები
ხვალ და ხვალვე შეწყდება
დაფინანსება," - აცხადებს
ბადრი ჯაფარიძე.როგორც
ცნობილი გახდა, სახელმწიფო
დაფინანსებაზე უარი
მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა
ძალამ - კოალიციამ
"ცვლილებებისთვის" თქვა,
ხოლო 3 ბარიერგადალახულ და
ორ ბარიერს მიღმა დარჩენილ
ოპოზიციურ ძალას
დაფინანსებაზე უარი არ
უთქვამს.