ახლა უკვე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ ტოვებს თანამდებობას, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა გამოვხატოთ მის მიმართ, აგენტების ხვედრი არის ტრაგიკული, მას აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 18
ახლა უკვე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საბოლოოდ ტოვებს თანამდებობას, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა გამოვხატოთ მის მიმართ, აგენტების ხვედრი არის ტრაგიკული, მას აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა - ირაკლი კობახიძე
სალომე ზურაბიშვილს აქვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უკვე პირდაპირი გაგებით ორი პარასკევი დარჩა მას, ზუსტად ორ კვირაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.მისივე თქმით, აგენტების ხვედრი არის ტრაგიკული და ამის მაგალითია არაერთი ქართველი პოლიტიკოსი.„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვიწევდა სალომე ზურაბიშვილთან ოპონირება, განსხვავებული ტიპის განცხადებები კეთდებოდა, ობიექტური შეფასებები მასთან დაკავშირებით. ახლა მე მინდა, სხვა რეჟიმში გითხრათ ერთი რამ - ეს არის უბრალოდ ტრაგიკული პიროვნება, მას მოუწია გარე ძალების სამსახურში შესვლა, წლებით ჯერ ადრე, თავის დროზე და ახლა უკვე მეორედ და ნებისმიერი აგენტის ხვედრი არის აბსოლუტურად ტრაგიკული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია თანავუგრძნოთ ამ ადამიანს და ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ყველამ ვინც შეიძლება თეორიულად მაინც ფიქრობდეს ასეთ სამსახურში შესვლაზე, რომ აგენტები ყოველთვის ამთავრებენ ძალიან მძიმედ, ეს გამოჩნდა არაერთი ქართველი პოლიტიკოსის მაგალითზე. ხედავთ, სად არიან გახარია, ჩუგოშვილი და სხვები და იმავე გზას გაუყენეს ახლა სალომე ზურაბიშვილიც. ასეთი ადამიანების ცხოვრება და ხვედრი არის ტრაგიკული. შესაბამისად ახლა უკვე, როდესაც ის საბოლოოდ ტოვებს თანამდებობას, შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა გამოვხატოთ მის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია