“ახლა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შიდა მტრები “ნაციონალური მოძრაობის“ სახით, წარდგნენ სასამართლოს წინაშე“ - არჩილ გორდულაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 32
“ახლა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შიდა მტრები “ნაციონალური მოძრაობის“ სახით, წარდგნენ სასამართლოს წინაშე“ - არჩილ გორდულაძე
წინა ხელისუფლების გასამართლებაზე, რასაც არჩევნების შემდეგ, მმართველი პარტია საზოგადოებას ჰპირდება, “დღის კურიერის“ ეთერში პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.რატომ დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე ახლა საუბარი და არა მანამდე? - კითხვის საპასუხოდ, არჩილ გორდულაძემ რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა, მათ შორის კი, სტრასბურგისა და ჰააგის დასამთავრებელი სასამართლოები მოიყვანა მაგალითად:“საუბარია მთლიანად იმ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებაზე, რომელსაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია. მათ ყველაფერი აქვთ ნაკეთები 2004-2008 წლებში, რათა დაეზიანებინათ როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ასევე მათ პირდაპირი მნიშვნელობით აქვთ ჩადენილი დანაშაულები - მათ შორის აგვისტოს ომის დროს, წინა პერიოდში და შემდეგაც. მათ დანაშაულებრივად აქვთ დაბრალებული ქართველი ჯარისკაცების მიმართ ომის დანაშაულები და ადამიანების უფლებების დაცვა, რაზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთი მარტივი მიზეზის გამო - დასამთავრებელი იყო სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოები. ახლა კი, უკვე დადგა ჯერი როდესაც შიდა მტერს, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია მივუბრუნდეთ და სწორედ ეს შიდა მტერი წარდგეს ქართველი ხალხის სამსჯავროზე. აქამდე რატომ არ იყო საუბარი გასამართლებაზე? - იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო არ იყო იმდენად ძლიერად, როგორც ახლა არის, არ იყო ის სინერგია, რომელიც “ქართულ ოცნებასა“ და ხალხს შორის, როგორიც ახლა გვაქვს. სწორედ ამიტომ, ახლა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შიდა მტრები “ნაციონალური მოძრაობის“ სახით, წარდგნენ სასამართლოს წინაშე,“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია