საქართველოს მოქალაქის
პირადობის, დროებითი და
მუდმივი ბინადრობის, ასევე
დროებითი საიდენტიფიკაციო
ელექტრონული მოწმობების
ფორმები
იცვლება.შესაბამისი
ბრძანება იუსტიციის
მინისტრს ეკუთვნის და
მიმდინარე წლის 4 ივნისიდან
შევა ძალაში.ამასთან,
ბრძანების ამოქმედებამდე
გაცემული მოწმობები
კანონმდებლობით
განსაზღვრული ვადით
მოქმედებს.აღსანიშნავია,
რომ 4 ივნისიდან პირადობის
მოწმობების დიზაინი
იცვლება.შესაბამისად,
ყველა ის ადამიანი, ვინც
პირადობის მოწმობის
აღებას 4 ივნისის შემდეგ
გადაწყვეტს, განახლებული
დიზაინის მოწმობას
მიიღებს.როგორც ცნობილია,
საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონული
მოწმობის, დროებითი
ბინადრობის ელექტრონული
მოწმობის, მუდმივი
ბინადრობის ელექტრონული
მოწმობისა და დროებითი
საიდენტიფიკაციო
ელექტრონული მოწმობის
ტექნიკური მახასიათებლები
იცვლება.