აეროპორტების გაერთიანება
საქართველოში ოთხი ახალი
ევროპული ავიაკომპანიის
შემოსვლასთან
დაკავშირებით ინფორმაციას
ავრცელებს.გაერთიანების
ინფორმაციით, 30 მარტიდან
ლონდონი-თბილისის
მიმართულებით პირდაპირ
ფრენებს დაიწყებს
გაერთიანებული სამეფოს
ფლაგმანი - „British Airways“.31
მარტიდან ასევე ბრიტანული
დაბალბიუჯეტური „EasyJet“ სამი
მიმართულებით შეასრულებს
ფრენებს. კერძოდ, ლონდონის,
ჟენევასა და მილანის
მიმართულებით.12 აპრილიდან
იფრენს ფრანგული „Transavia France“
პარიზი-თბილისის
მიმართულებით და ასევე, 12
აპრილიდან „lufthansa Group“-ის
წარმომადგენელი
შვეიცარიული „Edelweiss“
ციურიხი-თბილისის
მიმართულებით.