26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა.
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ხუთმა პარტიამ შეძლო პროპორციული მანდატების მოსაპოვებლად საჭირო 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 317 119 შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა 201 572-მა ამომრჩეველმა მიიღო. 9653 ბიულეტენი გაბათილდა.
იმ სუბიექტების ხმები და მანდატები, რომელთაც პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ასეთია:
- კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 8,4% (16 115) – 1 ადგილი უმაღლეს საბჭოში; ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 14,26% (27 369) – 4 ადგილი;
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 6,32% (12 118) – 1 ადგილი;
- გახარია – საქართველოსთვის – 8,63% (16 555) – 2 ადგილი;
- ქართული ოცნება – 57,45% (110 232) – 13 ადგილი.
უმაღლესი საბჭოს წევრები არიან:
- დავით გაბაიძე (ქართული ოცნება);
- გოგი ფუტკარაძე (ქართული ოცნება);
- ტიტე აროშიძე (ქართული ოცნება);
- რამაზ ჯინჭარაძე (ქართული ოცნება);
- ცოტნე ანანიძე (ქართული ოცნება);
- მინდია დიასამიძე (ქართული ოცნება);
- ვახტანგ ბერიძე (ქართული ოცნება);
- მამუკა თურმანიძე (ქართული ოცნება);
- ფრიდონ ფუტკარაძე (ქართული ოცნება);
- დავით ბაციკაძე (ქართული ოცნება);
- მარინე გვიანიძე (ქართული ოცნება);
- დავით თედორაძე (ქართული ოცნება);
- ფატი ხალვაში (ქართული ოცნება);
- ელგუჯა ბაგრატიონი (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა);
- მიშა ბოლქვაძე (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა);
- ედიშერ ჯღენტი (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა);
- ლია ჯაყელი (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა);
- გოჩა გუგუნავა (გახარია – საქართველოსთვის);
- ირაკლი ბოლქვაძე (გახარია – საქართველოსთვის);
- მირდატ ქამადაძე (კოალიცია ცვლილებისთვის);
- გენადი თებიძე (კოალიცია ძლიერი საქართველო).
არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამო საპროტესტო აქციები ბათუმშიც იმართება. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქცია უკვე ხუთი ღამეა უნივერსიტეტში გრძელდება.
ასევე წაიკითხეთ: