აჭარის უმაღლეს საბჭოს
კვლავ დავით გაბაიძე
უხელმძღვანელებს. გაბაიძე
თავმჯდომარის პოსტზე
წარდგენილი ერთადერთი
კანდიდატურა იყო და მას
მხარი დარბაზში მყოფმა
13-ივე დეპუტატმა ერთხმად
დაუჭირა.დავით გაბაიძე
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოს ზედიზედ უკვე
მესამე ვადით
უხელმძღვანელებს.რაც
შეეხება თავმჯდომარის
მოადგილის თანამდებობას,
მას რამაზ ჯინჭარაძე
დაიკავებს. იგი
არჩევნებამდე ბათუმის
საკრებულოს თავმჯდომარე
იყო.