თორნიკე რიჟვაძემ ლევან
მგალობლიშვილს ახალ
თანამდებობაზე დანიშვნა
მიულოცა და მომავალ
საქმიანობაში წარმატებები
უსურვა, - ინფორმაციას
აჭარის მთავრობა
ავრცელებს.„თორნიკე
რიჟვაძემ და ლევან
მგალობლიშვილმა ერთმანეთს
კოლეგა მინისტრები
წარუდგინეს. შეხვედრაზე
ურთიერთთანამშრომლობის
საკითხები და სამომავლო
გეგმები განიხილეს.აჭარის
მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
შეხვედრას აჭარის
მთავრობის მხრიდან -
ჯანდაცვის მინისტრი ნინო
ნიჟარაძე და განათლების
მინისტრი მაია ხაჯიშვილი,
ხოლო აფხაზეთის მთავრობის
მხრიდან, ჯანდაცვის
მინისტრი ლაშა ქარდავა,
კულტურის და განათლების
მინისტრი დავით მორგოშია,
იუსტიციის მინისტრი,
გიორგი ძიგუა
ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.