აჭარის კულტურის
სამინისტროსა და
რუმინეთში საქართველოს
საელჩოს მხარდაჭერით,
აჭარის სიმღერისა და
ცეკვის სახელმწიფო
აკადემიური ანსამბლ
„არსიანის“ ახალგაზრდული
ქორეოგრაფიული ჯგუფი
მონაწილეობას მიიღებს
საქართველო-რუმინეთის
მეგობრობისადმი მიძღვნილი
გალა კონცერტში მიიღებს
მონაწილეობას. გალა
კონცერტი, სახელწოდებით
„რიტმები საზღვრებს
გარეშე“, 6 სექტემბერს
კონსტანცას სახელმწიფო
თეატრის დიდ დარბაზში
გაიმართება.შემოქმედებითი
საღამო მიზნად ისახავს
დამეგობრებულ ქალაქებს -
ბათუმსა და კონსტანცას
შორის კულტურული დიალოგის
განმტკიცებას, ეროვნული
თვითმყოფადი ფოლკლორის
პოპულარიზაციას,
ტრადიციული ხელოვნების
მდიდარი მემკვიდრეობის
გაცნობას. ღონისძიება
საერთაშორისო ფესტივალის
SEAS 2025-ის პროგრამის
ფარგლებში
იმართება.აღსანიშნავია,
რომ აღნიშნული ღონისძიება
აჭარის კულტურის
მინისტრის, ელისო
ბოლქვაძის, რუმინეთში
ოფიციალური ვიზიტის დროს
დაიგეგმა.