აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Primetime.ge 2 კვირის წინ 31
აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენს“ 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ჰელენის“ გამო გარდაცვლილთა რაოდენობა სულ მცირე 105-ს შეადგენს.გამოცემის ინფორმაციით, შტორმი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთს დაატყდა თავს და მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა, რადგან დიდია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი.„ჰელენი“ დაიწყო როგორც ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ოდესმე ფლორიდაში დაფიქსირებულა, შემდეგ კი ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას და ტენესის შტატებს გადაუარა. დაღუპულთა უმეტესობა კაროლინებში დაფიქსირდა, სადაც „ჰელენი“ ტროპიკულ შტორმად გადაიზარდა.ამ შტორმმა ისტორიული პროპორციების კატასტროფული განადგურება გამოიწვია“, - განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორმა როი კუპერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია