„აშშ-ში, ქართულ ღვინოზე სავაჭრო ტარიფების ამოქმედება თამაშის წესებს შეცვლის“ – ლევან მეხუზლა

News.ge 4 დღის წინ 6
„აშშ-ში, ქართულ ღვინოზე სავაჭრო ტარიფების ამოქმედება თამაშის წესებს შეცვლის“ – ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ -ში საქართველოსთვის საექსპორტო პროდუქციის ნაწილზე, მათ შორის ღვინოზე 10%-იანი ტარიფები ამოქმედდა, ეს თამაშის წესებს გარკვეულად შეცვლის. თუმცა,ლევან მეხუზლა ექსპორტიორებისთვის მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას არ პროგნოზირებს და პირიქით, აცხადებს, რომ შესაძლოა ცვლილებამ დადებითადაც კი იმოქმედოს აშშ-ში ღვინის ექსპორტზე.
„ტარიფებმა შესაძლოა, დადებითადაც კი იმოქმედოს ღვინის ექსპორტზე. როგორც იცით, საქართველოს მიმართ ტარიფები მოაზრებული არის ყველაზე დაბალი, გარდა ამისა ქართული ღვინო, რომელიც მილიონ ლიტრამდე შედის ყოველწლიურად აშშ-ში, ისედაც ძვირია და დაახლოებით 5 დოლარი ღირს. შესაბამისად, აშშ-ში ქართული ღვინო არის დაფასებული, თუ გადავთვლით უხეშად, დახლზე 5 დოლარიანი ღვინო 20-25 დოლარი გამოდის. პლუსი არის ის, რომ ამ საფასო კატეგორიაში მომხმარებელი არც იმდენად მგრძნობიარეა ფასის აწევაზე. ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში, ბუნებრივია აშშ-ში ქართული ღვინის ფასი გაიზრდება, მაგრამ საუბარია 1-2 დოლარზე. ამასთან, ჩვენი კონკურენტები უფრო არასახარბიელო მდგომარეობაში იქნებიან,“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, ტარიფების დაწესების შემთხვევაში, უფრო დიდი გავლენა მოსალოდნელია დაბალ საფასო სეგმენტში განთავსებულ ღვინოზე.
„ამ მხრივ, უფრო მგრძნობიარეა დაბალფასიანი ღვინო. ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ ქართული ღვინო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვეულებრივი ამერიკელისთვის და სუპერმარკეტში შევიდეთ. შესაძლოა, ამ კუთხით გარკვეული შეფერხებები იყოს. საბოლოო ჯამში არანაირად უარყოფითად ქართული ღვინისთვის ეს ტარიფები არ იმოქმედებს და შესაძლოა, ახალი შესაძლებლობებიც კი გააჩინოს,”-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ცნობისთვის, 2 აპრილს, აშშ-მ მასშტაბური სავაჭრო ტარიფები გამოაცხადა, ტარიფები შეეხო საქართველოსაც. ქართული პროდუქციის აშშ-ში შეტანაზე 10%-იანი გადასახადი დაწესდა. თუმცა, განახლებულ სატარიფო სიას თან ახლდა გამონაკლისების ვრცელი ჩამონათვალიც.
გუშინ კი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროებით უარს იტყვის ტარიფების უმეტესობაზე. კერძოდ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების ამოქმედებას 90 დღით აპაუზებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია