აშშ-ის საპრეზიდენტო
არჩევნებში პირველი
საარჩევნო უბანი გაიხსნა.1960
წელს ჩამოყალიბებული
ტრადიციის თანახმად,
პირველი საარჩევნო უბანი
დიქსვილ ნოტჩის
დასახლებაში
იხსნება.არჩევნების
შუაღამით ჩატარების
ტრადიციას 1960 წელს ჩაეყარა
საფუძველი, როდესაც
დიქსვილ ნოტჩის ყველა
მცხოვრები, რომელსაც ხმის
მიცემის უფლება ჰქონდა,
სოფლის ერთ-ერთ შენობაში
შეიკრიბა. მაშინ ხმის
მიცემის პროცედურა
რამდენიმე წუთში
დასრულდა.დიქსვილ ნოტჩის
გარდა, შუაღამით საარჩევნო
უბნები ნიუ-ჰემფშირის
კიდევ რამდენიმე
დასახლებაში
გაიხსნა.შტატის
კანონმდებლობა უფლებას
აძლევს დასახლებებსა და
ქალაქებს, რომელთა
მოსახლეობის რაოდენობა 100
ადამიანს არ აღემატება,
საარჩევნო უბნები
შუაღამეს გახსნან და მას
შემდეგ დახურონ, რაც
არჩევნების რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა 100% მიიღებს
მონაწილეობას.დღეს აშშ-ში
რიგით მე-60 საპრეზიდენტო
არჩევნები იმართება.
პრეზიდენტის გარდა,
ამერიკელი ამომრჩევლები 33
სენატორს, 435 კონგრესმენს, 11
შტატისა და ორი ტერიტორიის
გუბერნატორებსა და
ადგილობრივი ხელისუფლების
ორგანოებს ირჩევენ.