„აშშ-ს მოტრფიალეებს მინდა
ვკითხო: თუკი თქვენს
სატრფიალო ამერიკაში
უცხოეთიდან ფულის
მიმღების უცხოეთის
აგენტად დარეგისტრირება
არ ითვლება სტიგმად,
საქართველოში უცხოური
დაფინანსების
მიმღებთათვის ეს რატომ
არის სტიგმა?“- წერს
ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე სოციალურ
ქსელში.ანჯაფარიძე FARA-ს
მოთხოვნების შესაბამისად,
აშშ-ის იუსტიციის
დეპარტამენტის
ვებ-გვერდზე
გამოქვეყნებულ დოკუმენტს
გამოეხმაურა, რომლის
მიხედვითაც, ნიკა გილაურის
კომპანია Reformatics-მა აშშ-ში
ლობისტური კომპანია Continental
Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც
600 000 დოლარი
გადაიხადა.„აშშ-ს
ლობისტური კომპანია Continental
Strategy უცხოელი აგენტი და FARA-ს
რეგისტრანტი გახდა მას
შემდეგ რაც უცხოელმა
დონორმა - საქართველოს
ექს-პრემიერმა ნიკა
გილაურმა და მისმა
კომპანიამ "Reformatics"-მა $600,000
გადაუხადა აშშ-ში ლობისტურ
მომსახურებაში.აშშ-ს
მოტრფიალეებს, რომლებიც აქ
ბევრი გვყავს, მინდა
ვკითხო: თუკი თქვენს
სატრფიალო ამერიკაში
უცხოეთიდან ფულის
მიმღების უცხოეთის
აგენტად დარეგისტრირება
არ ითვლება სტიგმად,
საქართველოში უცხოური
დაფინანსების
მიმღებთათვის ეს რატომ
არის სტიგმა? იცით ამაზე
პასუხი ხომ? ძალიან
კარგი.საქართველოს
ტერიტორიაზე FARA შემოღების
წინააღმდეგ კამპანიით ხომ
იმას აღიარებთ, რომ ამ
ფულით რაღაც ისეთი
შეიძლება გააკეთოთ, რაც
ჩვენს მოქალაქეებს არ
მოეწონებათ ან ქვეყნის
ინტერესებს
ეწინააღმდეგება?! თუ ასე
არაა, მაშინ იამაყეთ,
როგორც მაგალითად Continental Strategy
ამაყობს, რომ უცხოეთში
ნდობით სარგებლობთ და ფულს
გაძლევენ როგორც მათთვის
სანდო ხალხს, რომ აქ
დავალებები
შეუსრულოთ“.-წერს
ანჯაფარიძე.