ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის სააგენტომ 2025 წლის გლობალური საფრთხეების შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები.
„საქართველოში რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში თავისი გავლენა გაზარდოს“, – ნათქვამია ანგარიშში.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ მოსაზრებას „სისულელე“ უწოდა.
„ეს არის სრული სისულელე. რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი?! ასეთი სისულელეები რომ ხვდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს „დიფ სთეითის“ გავლენებზე“, – უთხრა მან ჟურნალისტებს 27 მაისს.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/05/2025 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ქართულ ოცნებას“ „ანტიამერიკულ მთავრობას“ უწოდებს და შედეგების შესახებ აფრთხილებს
- 15/05/2025 – კობახიძე აშშ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებს „აქტიურ უარყოფითს“ უწოდებს
- 06/05/2025 – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა
- 27/12/2024 – აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა