აშშ-ის საიდუმლო
სამსახურის
წარმომადგენლებმა თეთრ
სახლთან ერთ პირს ესროლეს, -
წერს BBC საიდუმლო
სამსახურზე
დაყრდნობით.უწყებაში
აცხადებენ, რომ
ადგილობრივი პოლიციისგან
მიიღეს ინფორმაცია
"თვითმკვლელობისკენ
მიდრეკილი პირის შესახებ,
რომელიც შესაძლოა
ინდიანადან ვაშინგტონში
მიემგზავრებოდა".როგორც BBC
წერს, ოფიცრები
მიუახლოვდნენ აღწერილობის
შესაბამისი ვიზუალის
მამაკაცს, რომელსაც თან
ცეცხლსასროლი იარაღი
აღმოაჩნდა.საიდუმლო
სამსახურის
თანამშრომლებმა ცეცხლი
გახსნეს. კაცი ამჟამად
საავადმყოფოშია, თუმცა,
როგორც BBC წერს, უცნობია
მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა.