აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს NATO, ნიშნავს იმას, რომ ნატო უნდა დაივიწყოს - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 40
აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს NATO, ნიშნავს იმას, რომ ნატო უნდა დაივიწყოს - გურამ მაჭარაშვილი
ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო, იმას ნიშნავს, რომ ნატო უნდა დაივიწყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, აშშ-ს ნატო-ში გადამწყვეტი სიტყვის მქონეა და ეს ყველამ კარგად იცის.„ომის სამი წლის თავზე, უკრაინამ მიიღო დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით ათასი დაღუპული ადამიანი, ბუნდოვანი მომავალი, განადგურებული ეკონომიკა. რისთვისაც ომი დააწყებინეს და წააქეზეს, ამერიკიდან ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაცრი უარი მიიღო. ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მკაცრი სიტყვა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო, იმას ნიშნავს, რომ ნატო უნდა დაივიწყოს. ამერიკა ნატო-ში გადამწყვეტი სიტყვის მქონეა და ეს ყველამ კარგად ვიცით. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ეუბნებიან, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს. ზელენსკის უხარია ის, რომ თავისი სასარგებლო წიაღისეულიდან მოგების 50% შეერთებულ შტატებს უნდა გადაუხადოს. სამწუხაროდ, უკრაინამ ეს რეალობა მიიღო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია