მე დადებითად შემიძლია
გამოვეხმაურო იმას, რომ ამ
ეტაპზე, უკვე
განცხადებების დონეზე
განსაკუთრებულ
პატივისცემას გამოხატავენ
აშშ-ის ახალი
ადმინისტრაციის
წარმომადგენლები
სხვადასხვა ქვეყნის
სუვერენიტეტის მიმართ, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე
განაცხადა.პრემიერის
თქმით, თუ ამ განწყობას
დაეფუძნება
ქართულ-ამერიკული
ურთიერთობები, ეს
ურთიერთობები აუცილებლად
თვისებრივად
გადაიტვირთება.„მთავარია
ნებისმიერი სახელმწიფოს
ეროვნული ინტერესები. მე
დადებითად შემიძლია
გამოვეხმაურო იმას, რომ ამ
ეტაპზე, უკვე
განცხადებების დონეზე
განსაკუთრებულ
პატივისცემას გამოხატავენ
აშშ-ის ახალი
ადმინისტრაციის
წარმომადგენლები
სხვადასხვა ქვეყნის
სუვერენიტეტის მიმართ. ეს
არის რა თქმა უნდა, ძალიან
მისასალმებელი. თუ ამ
განწყობას დაეფუძნება
ქართულ-ამერიკული
ურთიერთობები, ეს
ურთიერთობები აუცილებლად
თვისებრივად
გადაიტვირთება“, -
განაცხადა პრემიერმა.