პარლამენტის პირველი
ვიცე-სპიკერი, გიორგი
ვოლსკი აცხადებს, რომ
აშშ-თან სტრატეგიული
პარტნიორობის აღდგენას
ოპტიმიზმის საფუძველი
გააჩნია.„სანდო
პარტნიორები ვიყავით
ამერიკისთვისაც,
დასავლეთისთვისაც
ზოგადად, მაგრამ როგორც
ჩანს „დიფ სთეითმა“
გაიმარჯვა მაშინ და იმედი
გვაქვს, რომ ახლა სიტუაცია
სიღრმისეულად შეიცვლება
და ამ იმედს ოპტიმიზმის
საფუძველი გააჩნია“, -
განაცხადა
ვოლსკიმ.ხელისუფლება
აშშ-თან სტრატეგიული
პარტნიორობის აღდგენას
ფრთხილი ოპტიმიზმით
უყურებს და აცხადებს, რომ
საქართველოსა და ამერიკას
შორის ღირებულებითი
თანხვედრა არსებობს და
ურთიერთობების
გადატვირთვა ორმხრივ
ინტერესებს უნდა
დაეფუძნოს.