პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის, გიორგი
კახიანის განცხადებით,
საპროტესტო აქციებზე
არიან ახალგაზრდები,
რომლებიც ამ ქვეყნის
პატრიოტები არიან, თუმცა
არსებობს საშიშროება, რომ
ოპოზიციური პარტიების
ხელში, ეს ადამიანები მათი
მიზნების მისაღწევი
იარაღი გახდნენ. ამის
შესახებ კახიანმა
გადაცემა "დღის კურიერში"
ისაუბრა.კახიანი კიდევ
ერთხელ აცხადებს, რომ
საქართველოს გახდება
ევროკავშირის წევრი
ქვეყანა და ასოცირების
ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების 90%-ს "ქართული
ოცნება" 2028 წლისთვის
შეასრულებს."იქ არიან
ახალგაზრდები, რომლებსაც
გულწრფელი პროტესტის აქვთ.
შესაძლოა, მართლა თვლიდნენ,
რომ თითქოს ვინმე ცდილობს
ევროკავშირთან
მიმართებით, რაიმე
პროცესები შეაჩეროს. ეს ასე
არ არის იმიტომ, რომ
რეალურად ყველაფერ ამის
უკან ჩასაფრებულები არიან
ოპოზიციური პოლიტიკური
ჯგუფები.ერთი რამე აშკარად
ჩანს, ცდილობენ ამ პროცესში
ნაკლებად გამოჩნდნენ
იმიტომ, რომ მათ ძალიან
კარგად იციან, გამოჩენა
შეიძლება ამ პროცესისთვის
მუხტის დამგდები იყოს.
ფაქტია, რომ ამ ქვეყნის
უკან ისინი დგანან და
ელოდებიან მომენტს, რომ
იქნებ ქვეყანა აირიოს და
იქნებ რევოლუციური
პროცესი მოხდეს და
ა.შ.მინდა, ამ
ახალგაზრდებმა იცოდნენ,
რომ ხელისუფლებას აქვს
მკაფიოდ გამოხატული
საგარეო პოლიტიკა, ეს არის
ჩვენი ქვეყნის
ევროკავშირში ინტეგრაცია
და ეს აუცილებლად
განხორციელდება.ის
რეფორმები, რომლებიც
განსახორციელებელი გვაქვს
ამ გზაზე და ვთქვით, რომ 2028
წლისთვის ასოცირების
შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების 90%-ს
განვახორციელებთ, ეს
პერიოდულად მოხდება და
ამას საზოგადოება
დაინახავს.მთავარი არის,
რომ არ აღმოჩნდეს ისე,
თითქოს ვინმე ვინმეს ხელში
იარაღი აღმოჩნდეს
თავიანთი პოლიტიკური
მიზნების განხორციელების
თვალსაზრისით", - განაცხადა
გიორგი კახიანმა.