აღსანიშნავია ის
ტექნიკური მხარდაჭერა,
რომელსაც ეს ქვეყანა უწევს
საქართველოს. ჩვენ
მუდმივად ვსარგებლობთ
ექსპერტული დახმარებით, -
განუცხადა „ქრონიკას“
ბუდაპეშტში საგარეო
საქმეთა მინისტრმა მაკა
ბოჭორიშვილმა.„უნგრეთი
საქართველოს მტკიცე
მხარდამჭერია
ევროკავშირში ინტეგრაციის
და ზოგადად, ევროკავშირის
გაფართოების. გარდა იმისა,
რომ პოლიტიკური
მხარდაჭერით გამოირჩევა,
აღსანიშნავია ის
ტექნიკური მხარდაჭერა,
რომელსაც ეს ქვეყანა უწევს
საქართველოს. ჩვენ
მუდმივად ვსარგებლობთ
ექსპერტული დახმარებით.
ახლაც განვიხილავთ
უნგრელი ექსპერტების
მოვლინებას საქართველოში,
რომლებიც ევროინტეგრაციის
პროცესში აღმოუჩენენ
საქართველოს ექსპერტულ
დახმარებას, რაც ძალიან
მნიშვნელოვანი და
დასაფასებელია. ეს
თანამშრომლობა გრძელდება
და სწორედ ამ ფორმატში
კიდევ ერთი შესაძლებლობა
გვაქვს, რომ სხვადასხვა
სექტორის მიმართულებით
განვიხილოთ
თანამშრომლობის
შესაძლებლობა“ , - აღნიშნა
ბოჭორიშვილმა.საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე ორდღიანი
ოფიციალური ვიზიტით
უნგრეთს ეწვია. დღეს
უნგრეთის
პრემიერ-მინისტრის
სასახლეში საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
დახვედრის ოფიციალური
ცერემონია იმართება.