"აღდგენით სამუშაოებს ართულებს თოვლის საფარი, არის ადგილები, სადაც ფიზიკურად ვერ შევდივართ" - "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელი

Primetime.ge 3 საათი წინ 4
"აღდგენით სამუშაოებს ართულებს თოვლის საფარი, არის ადგილები, სადაც ფიზიკურად ვერ შევდივართ" - "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელი
"ენერგო-პრო ჯორჯია" განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს - კომპანიის ცნობით, დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება."ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა.კომპანიის ცნობით, რჩება ადგილები, სადაც, ჯერჯერობით, ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგო ინფრასტრუქტურაც."მობილიზება კომპანიამ დაიწყო სტიქიის დაწყებისთანავე და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აღდგენით სამუშაოებს ართულებს თოვლის საფარი, არის ადგილები, სადაც ფიზიკურად ვერ შევდივართ," - აცხადებს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის მენეჯერი, ალექსანდრე მეტრეველი.
სრულად წაიკითხეთ სტატია