პროტესტის მეათე დღეს,
ქვეყნის მთავარი გამზირი
ისევ გადაკეტილია.
პროტესტის მონაწილეთა
ძირითადი ნაწილი სწორედ,
პარლამენტის წინ დგას, 9
აპრილისა და ჭიჭინაძის
ქუჩებზე კი მოძრაობა,
პოლიციის კორდონითაა
შეზღუდული.დღეს,
დემონსტრანტებმა
პიროტექნიკა რამდენჯერმე
გამოიყენეს, თუმცა ამ
დროისთვის აქცია მშვიდ
ვითარებაში
მიმდინარეობს.ადგილზე
სპეცდანიშნულების რაზმი
და სპეციალური ტექნიკა
ჯერჯერობით არ
გამოჩენილა.აქციაზე
შეკრება დემონსტრანტებმა 6
საათიდან დაიწყეს. აქციის
მონაწილეები ხელისუფლების
28 ნოემბრის
გადაწყვეტილებას
აპროტესტებენ, რომლის
მიხედვითაც საქართველო
მომავალი 4 წლის
განმავლობაში, უარს ამბობს
თავად დააყენოს
ევროკავშირში
გაწევრიანების
მოლაპარაკების მოთხოვნა.